ეთნოგრაფიულ მუზეუმში…

წელს, მეორე სემესტრის შუა პერიოდში, 5 კლასში ერთ-ერთი გაკვეთილი შეეხებოდა ჩვენთვის მტკივნეული კუთხის – აფხაზეთის ხელოვნებას. გაკვეთილის მსვლელობის დროს ბედიის ბარძიმის, მოქვის სახარების, ბიჭვინთის ტაძრისა და მოზაიკების და ახალი ათონის და წმინდა სვიმონ კანანელის საფლავის გვერდით ვახსენეთ დოლმენი, სამარხი ნაგებობის ტიპი ძველ აფხაზეთში, რომელიც ძვ.წ-აღ-ის III – II ათასწლეულებში იყო გავრცელებული და რომელიც საგვარეულო სამარხს წარმოადგენდა. რათქმაუნდა ჩამოთვლილ კულტურის ძეგლთაგან დოლმენი ყველაზე უმნიშვნელო შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ გაიგეს რომ მისი ნახვა შეიძლებოდა თბილისის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მათი სურვილი ენახათ ის იმდენად ძლიერი იყო რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავით.

20 მაისს მე და კლასის დამრიგებელი ბავშებთან ერთად გავემართეთ სწორედ მის სანახავად. დოლმენამდე სანამ ახვალ, მუზეუმში ჯერ უნდა გაიარო იმერული ჯარგვალი, იმერული ოდა სახლი, კოლხური ოდა, მეგრული, სამცხე-ჯავახეთის დარბაზი და აი მის ძირში, არქეოლოგიურ კუთხეში განთავსებულია სწორედ ეს სამარხი ნაგებობა. ბავშვები დიდი აღტაცებით ათვალიერებენ და იღებენ ფოტოებს. დღემ შედეგიანად ჩაიარა. გაკვეთილის განმტკიცება მოხდა ადგილზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s