ღია ინტეგრირებული გაკვეთილი

თარიღი 25.03.2016
საგანი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
პედაგოგი სოფიო ჯანგულაშვილი
გაკვეთილის თემა კიდევაც დაიზრდებიან
სწავლების საფეხური/კლასი დაწყებითი – 5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი 23
კლასის ორგანიზება ინდივიდუალური, გუნდური
ინტეგრირებული საგნები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ქართული ენა და ლიტერატურა (ს. ჯანგულაშვილი, ე. ხაჩიძე)
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეს გამოვუმუშავოთ ხელოვნების ნაწარმოების აღქმის, ანალიზის და მისი დედააზრის ამოკითხვის უნარი, პირველწყაროსთან – ლიტერატურულ ნაწარმოებთან მისი მიმართების გაანალიზების უნარ-ჩვევა
შესაბამისობა სტანდარტთან ხელოვნება

ს.გ. 5.10

#3. მსჯელობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის ცალკეული ნიმუშის დანიშნულებაზე.

ს.გ.5.11

#1. ამოიცნობს ისტორიულ ან ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ მოვლენებს ხელოვნების ნიმუშებში

ქართული ლიტერატურა

ს.გ.5.9

#2. ავლებს პარალელს თემატურად მსგავს ნაწარმოებთან

დრო 45 წუთი
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა გაკვეთილზე გაკეთებული კავშირებით ისინი გამოიმუშავებენ უნარს, როგორ დააკავშირონ ერთ საგანში მიღებული ცოდნა მეორესთან –  ასევე როგორ გამოიყენონ ცხოვრებაში საკუთარი ცოდნა რომელიმე სხვა სფეროში ან სხვა გარემოში გადატანით – ტრანსფერის უნარი.
წინარე ცოდნა მოსწავლეები იცნობენ ქანდაკებას, როგორც ერთ-ერთ დარგს სახვითი ხელოვნებისას, იციან ქართული ხალხური ლექსები  „კიდევაც დაიზრდებიან“ და „ვეფხი და მოყმე“.
შეფასება განმსაზღვრელი შეფასება რუბრიკის საშუალებით(პრეზენტაციის და გაკვეთილში ჩართულობის შეფასება) იხ. დანართი 1 და 2
თემები, რომელთა ინეგრირებაც ხდება გაკვეთილზე ქანდაკებების „კიდევაც დაიზრდებიან“ და „ვეფხი და მოყმე“ დაკავშირება ამავე სახელწოდების ლექსებთან ქართული ფოლკლორიდან
სწავლების სტრატეგიები გონებრივი იერიში

აქტიური ლექცია

კითხვა-პასუხი

უნარები ხელოვნების ნაწარმოების აღქმის, ანალიზის, მისი დედააზრის ამოკითხვის უნარი, ლიტერატურულ ნაწარმოებთან დაკავშების უნარი – ტრანსფერის უნარი
რესურსი სახელმძღვანელო 5 კლასი, ხელოვნება; ილუსტრაციები ქანდაკებების გამოსახულებით, ცარცი, დაფა, მარკერი, მაგნიტური დაფა

ელექტრონული რესურსი:

http://janelidze123.blogspot.com/p/blog-page_8500.html

http://saqartvelosganatlebissaministro.blogspot.com/

გაკვეთილის მსვლელობა
  • კლასის ორგანიზება – 2წუთი
  • საშინაო დავალების პრეზენტაცია(ზეპირი) (გაკვ.40 სურათი და შთაბეჭდილება და რამდენიმე კითხვა განვლილი მასალიდან)

10 წუთი

(მოსწავლეებისთვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობაწინასწარ გამოკრულ ფორმატზე ან დაფაზე)

  • 1 ფაზა. გამოწვევა  – გონებრივი იერიში- 5-7 წუთი
  • რა არის გამოსახული, რას ხედავთ მოცემულ ილუსტრაციებზე?(მოკლე აღწერა და დაფაზე მახასიათებლების ჩამოწერა მოსწავლის მიერ)

(დაფაზე გაკრულია ილუსტრაციები შესაბამისი განმარტებითი წარწერებით)

2 ფაზა. წვდომა – მინი ლექცია -3 წთ.

კითხვა-პასუხი – 10-12 წთ

წყვილებში მუშაობა – 5 წუთი

  • მოსწავლეებისთვის მერაბ ბერძენიშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკებების და ბიოგრაფიის მცირე მონაკვეთების გაცნობა
  • კითხვაპასუხი: რომელი ლექსი იწყება ფრაზით „კიდევაც დაიზრდებიან? (ამბბობენ ლექსს) თქვენი სიტყვებით გადმოეცით ამ სტროფის შინაარსი. გაიაზრეთ რას ნიშნავს- ჯავრი შასჭამონ მტრისანი? როგორ გადმოსცა ავტორმა ამ ლექსის არსი? რამდენად შეესაბამება ქანდაკება ლექსის შინაარსს?
  • რომელი ნაწარმოების მიხედვით შექმნა ე. ამაშუკელმა ქანდაკება ვეფხი და მოყმე?მოვყვეთ მოკლედ ბალადის შინაარსი. რა არის ამ ბალადაში ყველაზე მნიშვნელოვანი? რამდენად შეესაბამება ე. ამაშკელის ქანდაკება ლექსის შინაარსს?

წყვილში მუშაობა: მე რომ ხელოვანი ვიყო – როგორ ნაწარმოებს შევქმნიდი ამ თემაზე? დავხატავდი თუ გამოვაქანდაკებდი, შევცვლიდი თუ არა რამეს და რას.

(ყველას აზრის მოსმენა)

3 ფაზა. რეფლექსიაშემაჯამებელი კითხვები – 5 წთ

საშინაო დავალება – 2 წუთი

T დიაგრამა- რა გავაკეთეთ და როგორ – 2 წუთი

შეფასება – 2 წუთი

რა იყო ჩვენი გაკვეთილის თემა? ვისი შექმნილია ქანდაკება „კიდევაც დაიზრდებიან“? რომელ წელს შეიქმნა?რის მიხედვით შექმნა მოქანდაკემ ის? ვის ეკუთვნის „ვეფხის და მოყმის“ ქანდაკება? რომელ წელს შეიქმნა? რის მიხედვით გამოაქანდაკა ავტორმა? რა თემაზე ყოფილა ორივე მათგანი შესრულებული?რა დავაკავშირეთ დღევანდელ გაკვეთილზე ერთმანეთთან?

  • გაკვეთილის ჩანიშვნა და საშინაო დავალების მიცემა

(ხელოვნება 5 კლასი, გვერდი 68, გაკვეთილი 39 – კიდევაც დაიზრდებიან.

სამუშაო რვეული გვ.47 – გამოთქვი შენი მოსაზრება აქ წარმოდგენილი ქანდაკებების შესახებ წერილობით)

T დიაგრამა – რა გავაკეთეთ და როგორ

●მოსწავლეთა შეფასება – პრეზენტატორების შეფასება და გაკვეთილში ჩართულობის შეფასება განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებით

უკუკავშირი თვითშეფასება და

კოლეგების უკუკავშირი( გაკვეთილის შეფასება კრიტერიუმების მიხედვით) დანართი 3-4

დანართი 1

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების  რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები 9–10 7–8 4–5–6 1–2–3
აქტიური მონაწილეობა ყოველთვის მონაწილეობს  და სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს. ყოველთვის მონაწილეობს და  პასუხობს დასმულ შეკითხვებს. ხშირად მონაწილეობს და ზოგჯერ   პასუხობს დასმულ შეკითხვებს იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში.იშვიათად პასუხობს შეკითხვებს.
გამართული და სწორი მეტყველება გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ  პატივისცემას უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას არ უსმენს სხვებს

და არ აცდის საუბრის დამთავრებას

დანართი 2

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

 

ქულები და კრიტერიუმები მაღალი 9-10 საშუალოზე მაღალი 7-8 საშუალო 5-6 საშუალოზე დაბალი 3-4 დაბალი 1-2
გამართული და სწორი მეტყველება გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა; შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. იცავს მართლმეტყველების წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს. იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს ვერ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. უჭირს ციისგამართულად საუბარი
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად. სათქმელს გადმოსცემს გასაგებად. სათქმელს გადმოსცემს ნაწილობრივ გამართულად უჭირს სათქმელის გამართულად გადმოცემა
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს. ადეკვატურად პასუხობს კითხვებს პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს. ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს ვერ პასუხობს კითხვებს

დანართი 3

თვითშეფასების ცხრილი

კრიტერიუმები შეფასება (1, 2, 3 )
1. მოსწავლეები იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში;
2. გაკვეთილზე მოსწავლეები ყურადღებით მისმენდნენ;
3. მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.
4. საკმარისი მასალა მქონდა მოგროვილი ახალი მასალის ასახსნელად;
5. სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას ;
6. სწორად მქონდა შერჩეული აქტივობები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში;
7. ჯგუფებში მოსწავლეების გაადნაწილება მოვახდინე დემოკრატიულად;
8. დისკუსიის დრო შევძელი კლასის მართვა;
9. მოსწავლეებს ახალი გაკვეტილი ავუხსენი გასაგებად;
10. სახლში მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისათვის არის საინტერესო
11. დებატების დროს მოსწავლეები იცავენ მთავარ პრინციპს-არ ჩხუბობენ, კამატი არ გრძელდება სხვა გაკვეთილებზეც;
12. ჯგუფური მუშაობისას შემიძლია შევქმნა კონკურენტუნარიანი გარემო, შეფასების შემდეგ მოსწავლეები არ უპირისპირდებიან ერთამნეთს;
13. ვაცნობიერებ პასიხისმგებლობა თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე
14. ვაცნობიერებს კლასისსტრუქტურაში მოსწავლეთაარაფორმალური

როლების მნიშვნელობას დახელს ვუწყობ საკლასო ერთობისშექმნას;

15. ვიცი დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები

 

კრიტერიუმები /ქულები 1 2 3
1 გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
2 აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3 გაკვეთილის დაწყება იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას
4 მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5 გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6 შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7 გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8 ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9 ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10 ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11 ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად

დანართი 4

კოლეგების შეფასების ფურცელი

მასწავლებლის სახელი გვარი———————-

# კრიტერიუმები კარგი საშუალო ცუდი
1 მიზნების,აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესაბამისობა
2 მიღწევის საშუალებები იწვევს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას
3 მოსწავლეების ჩართულობის დონე პრეზენტაციაში
4 რამდენად პოზიტიურია სასწავლო გარემო
5 მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან (მიმართვის ფორმები)
6 მოსწავლეების ყოფაქცევის მართვა
7 მოსწავლეთა შორის ურთიერთობის ორგანიზება
8 აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანად გამოყენება
9 დროის მენეჯმენტი
10 სასწავლო და დამხმარე რესურსების გამოყენება
11 შეფასების (სქემების) რუბრიკების გამოყენება

დატოვე კომენტარი