იდუმალება

ჰოლანდიურ მხატვრობასავით რბილი და დაბურულ-განათებიანი დღე იყო დღეს, ფანჯრებიდან სინათლე ნაკლებად შემოდიოდა, მალე ჩამობნელდა თითქოს და ცა დაბლა ჩამოიწია. ვერმეერი გაამხსენდა…

vermeer9

ის საოცარი მხატვარია, ძალიან მიზიდავს მისი თავშეკავებული კოლორიტი, განათება, რომელიც კი შემოდის ერთი მიმართულებით, მაგრამ ძალიან რბილად ეფინება ინტერიერს და ნაწილობრივ ჩაბნელებულ გარემოს ვუყურებთ. ის მამშვიდებს კიდეც და მაღელვებს. ჩემთვის ამოუცნობია. ამოუცნობია როგორც მრავალთათვის დავინჩის ჯოკონდაა ამოუცნობი….

ჰოლანდიური მხატვრობა კიდევ ბევრი ნიშნით არის ჩემთვის საინტერესო. მაგალითისთვის კი მოვიყვან ყოფით ჟანრს…

vermeer18

საოცარია, ასე პოეტურად და ასე განსაკუთრებულად გადმოსცე ფერწერაში ადამიანის ყოველდღური მომაბეზრებელი ერთფეროვანი საქმიანობა, ასე შეგაყვაროს ადამიანი, ასე დაგაახლოვოს მათთან და გაგრძნობინოს თავი მათი ოჯახის წევრად. მხიბლავს ყოფითი სცენები თავისი ატრიბუტიკით, თავისი დამახასიათებელი ანტურაჟით.

როცა ვუყურებ ჰოლანდიურ ფერწერას, სულაც არ მიჩნდება იმის შთაბეჭდილება რომ ჩემს წინ ჩრილოეთის ცივი და მუდამჟამ ნისლიანი და წვიმიანი, უღიმღამო ქვეყნის პეიზაჟებსა თუ სხვა ჟანრის ნაწარმოებებს ვუყურებ, პირიქით, ისიმი მე მავსებენ სითბოთი და იდუმალებით, მე მათში სიცივეს ვერ ვხედავ, ეს კი არვიცი რით აიხსნება. ალბათ ისევ კოლორიტით და განათებით?  ალბათ..

მოკლედ, გარეთ წვიმს და ჰოლანდიური პეიზაჟების მსგავსი ამინდია, სახლში კი ვერმეერისეული განათება იღვრება და შენც ფიქრობ რაიმე ყოფით, სახლში გასაკეთებელ უბრალო ყოველდღიურ საქმეზე, როგორიც ამინდსა და განათებას შეეფერება.

მე მიყვარს ჰოლანდია და წვიმა.

0326174823Canal-Homes-of-Amsterdam

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s