ჩემი თემატური გეგმები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

1 კლასი

#  თემები თარიღი
1 ზაფხული
2 ხელოვნება და პროფესია
3 ხაზი
4 ხაზი მხატვრობაში
5 ფერთა სამყარო
6 ვთამაშობთ ფერებით
7 თითებით ხატვა
8 ფორმები გარემოში
9 ფერების სამეფო
10 შემოდგომა
11 გეომეტრიული ფორმები
12 ძერწვა
13 ხილი
14 სხვადასხვა ფორმის სურათი
15 ორნამენტი
16 მზესუმზირა
17 აპლიკაცია
18 ჭიამაია
19 პეიზაჟი
20 შემოდგომის ხე
21 მთები
22 თაიგული ქოთანში
23 ლოკოკინა
24 დაკარგული ფუტკარი
25 ფრინველები
26 ზამთარი
27 საახალწლო წინდა
28 ნაძვის ხე
29 ნაძვის ხის სათამაშო
30 მობილი
31 ნატურმორტი
32 კოლაჟი
33 აირჩიე მასალა
34 კონტური
35 ქალაქი
36 თევზი
37 ვძერწავთ ცხოველებს
38 პორტრეტი
39 შენი ზღაპრის გმირები
40 გაზაფხული
41 ლაქა
42 სპილო და ჟირაფი
43 ზოოპარკი
44 მატარებელი
45 მოგზაურობა მატარებლით
46 მისალოცი ბარათი
47 აღდგომა
48 კატა მიკა
49 ნახატებიანი წიგნი
50 დახატული ამბები
51 აირჩიე მასალა
52 ჩემი ეზო
53 სახალისო ამბები
54 მანქანა ქალაქში
55 გალია
56 წელიწადის ოთხი დრო
57 ჩვენი თეატრი

2 კლასი

# თემები თარიღი
1 ხაზი სამყაროში
2 ნაირ-ნაირი ხაზი
3 ვხატავთ ხაზებით
4 რა შეუძლია ხაზს
5 ვიყენებთ ხაზს
6 ნახატი ძაფებით
7 წვიმს, თოვს თუ ქარია
8 შემაჯამებელი გაკვეთილი
9 როგორ გაფრინდეს პეპელა
10 რა შუაშია სასწორი?
11 სად მეორდება ფორმა
12 შეარჩიე ფურცელი
13 როგორ გამოვყოთ მთავარი
14 სად დავსვათ ფისო
15 თანაბარია თუ არა
16 ჩემი ოჯახი
17 შემაჯამებელი გაკვეთილი
18 ფორმა სამყაროში
19 სხვადასხვა ფორმის ხეები
20 ფორმა და მხატვარი
21 ფორმა ცხოველებსაც აქვთ
22 უცნაური ფორმები
23 დინოზავრების სამყარო
24 ოჩოპინტრე
25 შობის მოლოდინში
26 ანგელოზთა გუნდი
27 საახალწლო ზეიმისათვის
28 ზამთრის არდადეგები
29 გულადი ჩიტი
30 შემაჯამებელი გაკვეთილი
31 ფერი სამყაროში
32 ცისარტყელას ფერები
33 ვხატავ ცისარტყელას ფერებით
34 ცივი ფერები
35 თბილი ფერები
36 ცივი და თბილი ერთად
37 ფერადი სამყარო
38 ფერი და ლაქა
39 ზღვა და ფერები
40 ფერებით მოყოლილი ამბები
41 ბუნება და ფერები
42 ეგვიპტე
43 გაზაფხულის თაიგული
44 მისალოცი ბარათი
45 ზღაპრის გმირი
46 დასურათებული ამბები
47 ზღვის ბინადარი
48 შემაჯამებელი გაკვეთილი
49 გაზაფხული
50 დიდი ქალაქის ქუჩა
51 წელიწადის ოთხი დრო
52 დიდი ფორმები
53 ოცნების ქალაქი
54 სად შეიძლება დაიკარგო
55 ვინ ააგებს ლაბირინთს
56 ჩვენი ექსკურსია
57 ქანდაკება
58 ქაღალდის ფიგურები
59 პატარა ფორმები
60 ჩვენი ზოოპარკი
61 ყველაფრით ვაშენებ
62 სახალისო გაკვეთილი
63 ჩვენი წარმოდგენა
64 შემაჯამებელი გაკვეთილი

3 კლასი

# თემები თარიღი
1 ზაფხულის მოგონებები
2 რა არის ფერწერა
3 ძირითადი და შედგენილი ფერები
4 ფერების ბორბალი
5 კონტრასტული ფერები
6 ვხატავთ კონტრასტული ფერებით
7 კონტრასტული ფერების ქვეყანა
8 ფერები და განწყობილება
9 ფერებით თამაში
10 შემაჯამებელი გაკვეთილი
11 სურათის აგების ხერხები
12 რა არის მთავარი ნახატზე
13 ცირკის სამყარო
14 ჩანაფიქრი და ნამუშევარი
15 ოთახი
16 ერთგული მეგობარი
17 ბუნების მოვლენები
18 მოტივტივე დუმფარები
19 დასურათებული ისტორია
20 ფანქრის ბურბუშელა
21 ვხატავთ სხვადასხვა ხერხით
22 დედამიწის მწვანე სამკაული
23 მოგზაურობა საოცნებო გემით
24 შემაჯამებელი გაკვეთილი
25 რა არის ქანდაკება
26 ვძერწავთ ცხოველებს
27 ნარცისი
28 თაიგული
29 რა არის ჟანრი
30 ახალი წელი
31 საახალწლო ბარათები
32 თოვლის ბაბუას სახლი
33 შთაგონების წყარო
34 სურათი და შთაბეჭდილება
35 ცნობილი ნაგებობები
36 ჩვენი ქალაქი
37 შემაჯამებელი გაკვეთილი
38 რა არის გრაფიკა
39 უბრალო შავი ფანქარი
40 როგორ დავხატოთ პორტრეტი
41 აკვარელი
42 ფერადი ლაქა
43 ლაქა და ნახატი
44 გუაში
45 პასტელი
46 საყვარელი გმირი
47 მიმოიხედე ირგვლივ
48 ჩვენი სტუდია
49 გაზაფხულის დღესასწაული
50 წელიწადის დროები
51 შემაჯამებელი გაკვეთილი
52 რა არის გამოყენებითი ხელოვნება
53 თიხის ლარნაკი
54 ესკიზი ხალიჩისათვის
55 ძაფი – მასალა სურათისათვის
56 ზღვის სამყარო
57 მოგზაურობა საჰაერო ბურთით
58 ქართული არქიტექტურა
59 უცხო პლანეტა
60 ღამე დიდ ქალაქში
61 ნახატები ცაზე
62 ჯადოსნური ფრინველი
63 ექსკურსია მუზეუმში
64 ჩვენი მემკვიდრეობა
65 შემაჯამებელი გაკვეთილი
66 პროექტი- ჩვენი გამოფენა
67 პროექტი – გავალამაზოთ სკოლის ეზო
68 პროექტი – მუსიკალური გამოფენა

4 კლასი

# თემები თარიღი
1 ხელოვნების სამყარო
2 ფერების დაბადება
3 სინათლე ფერში
4 დღისით და ღამით
5 ფერები და სივრცე
6 ყველაფერი ფერის შესახებ
7 სურათი და დეტალი
8 შემოდგომის ნობათი
9 ბუნება და ძეგლი
10 დიდი ხელოვანები
11 დეკორატიული ბოთლები
12 აირჩიე მასალა
13 შემაჯამებელი გაკვეთილი
14 ვხედავ, ვუსმენ, ვეხები
15 სიმეტრია და ასიმეტრია
16 სიმეტრიის ღერძი
17 ქართველი მხატვრები
18 დაკიდული ბაღები
19 ხელოვნება და პროფესია
20 ვძერწავთ პლასტილინით
21 დიდი ხელოვანები
22 ორნამენტული კომპოზიცია
23 ზღაპრის გმირები
24 ჩვენი სამშობლო
25 საგვარეულო ხე
26 შემაჯამებელი გაკვეთილი
27 ამოიცანი პროფესია
28 შორს თუ ახლოს
29 დიდი და პატარა საგნები
30 საახალწლო ბარათი
31 საშობაო პეიზაჟი
32 გრაფიკა
33 ეგვიპტე
34 წვიმა, ელვა, ცისარტყელა
35 ნატურმორტი
36 სურათის ჩარჩო
37 ჩვენი სამშობლო
38 გიწვევთ გამოფენაზე
39 ვხატავთ თითებით
40 ქართველი მხატვრები
41 შემაჯამებელი გაკვეთილი
42 საინტერესო ამბები
43 პროპორცია
44 სხვადასხვა ზომის ნივთები
45 ვთამაშობთ ასოებით
46 ფანქრების ყუთი
47 შენი საყვარელი გმირი
48 ლეგენდარული ტროა
49 ყველაზე ცნობილი ცხენი
50 ანაბეჭდი
51 საჩუქარი დედას
52 დიდი ხელოვანები
53 მხიარული მობილი
54 შემაჯამებელი გაკვეთილი
55 სააღდგომო ნობათი
56 ერთი მუზეუმის ისტორია
57 რას დაარქმევდი
58 სპილო
59 პროფესია არქიტექტორი
60 ლეგენდარული არგო
61 არგონავტები კოლხეთში
62 კოლხეთის სამეფო
63 ჩემი სკოლის ეზო
64 წიგნის გრაფიკა
65 შემაჯამებელი გაკვეთილი

5 კლასი

# თემები თარიღი
1 არდადეგები
2 რა არის კომპოზიცია
3 ზღვა და სივრცე
4 შემოდგომის პეიზაჟი
5 სურათი, ეპოქა, ქვეყანა
6 მხიარული კაცუნები
7 სინათლე ფანჯრებში
8 ლადო გუდიაშვილი
9 ზოოპარკის ბინადარნი
10 გრაფიკა
11 დასურათებული ოდისეა
12 ყველა ჩემი სამშობლოა
13 შემაჯამებელი გაკვეთილი
14 ზედაპირი და ფაქტურა
15 ნამუშევრის დანიშნულება
16 ძველი სამყაროს ქანდაკება
17 საღამო ზღვაზე
18 ანაბეჭდი ცილინდრით
19 იაკობ ნიკოლაძე
20 წვიმიანი ამინდი
21 ოთხფეხა მეგობარი
22 ყველა ჩემი სამშობლოა
23 მიმიკა
24 წითელქუდა სოკოები
25 ფიგურები და გარემო
26 მარაო
27 შემაჯამებელი გაკვეთილი
28 პორტრეტი
29 ღიმილი საჩუქრად
30 ახალი წელი
31 კარნავალი
32 უჩა ჯაფარიძე
33 დინამიკა
34 რიტმი მხატვრობაში
35 ნახატი კენჭებზე
36 მსოფლიოს ცნობილი კოშკები
37 მომავლის კოშკი
38 განახლებული წიგნი
39 ყველა ჩემი სამშობლოა
40 შემაჯამებელი გაკვეთილი
41 ზემოდან დანახული სამყარო
42 კიდევაც დაიზრდებიან
43 სურათი და შთაბეჭდილება
44 ვარლას სამყარო
45 მრუდე სარკე
46 ბატალური სცენები
47 საჩუქარი დედას
48 საკლასო სტენდი
49 აღდგომა
50 ყველა ჩემი სამშობლოა
51 ტყე შეუნახე შვილებსა
52 სტატიკა
53 ძველი და ახალი ქალაქი
54 შემაჯამებელი გაკვეთილი
55 გრადაცია
56 ძველი და ახალი ფერწერა
57 როგორ დავხატოთ ვაშლი
58 გიგანტური ქანდაკებები
59 აპლიკაცია ქსოვილით
60 საქართველოს მეფეები
61 აკვარელი
62 ყველა ჩემი სამშობლოა
63 საგამოფენო დარბაზი
64 საქართველოს ხედები
65 ვმუშაობთ თიხით
66 აკვარიუმი
67 ადამიანი, საქმიანობა, გარემო
68 სახალისო სარჭები
69 ინტერიერის ესკიზი
70 სკოლის ეზო (პროექტი)
71 შემაჯამებელი გაკვეთილი

6 კლასი

# თემები თარიღი
1 ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
2 ამსტერდამი
3 ჰოლანდიური პეიზაჟი
4 ჰოლანდიური მხატვრობა
5 ქალაქის ანარეკლი წყალში
6 ქალაქის გერბი და დევიზი
7 მადრიდი
8 მადრიდი ფეხბურთის ქალაქი
9 ქუჩის აბრა
10 პარკი გუელი
11 საოცნებო პარკი
12 ათენი
13 ფლუგერი
14 ბერძნული ლარნაკები
15 მოვხატოთ ჭურჭელი
16 მოსაწვევი
17 შემაჯამებელი გაკვეთილი
18 მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში
19 სტამბული
20 დასურათებული ისტორიული ფაქტი
21 ქრისტიანული და მუსულმანური სტამბული
22 ორნამენტი
23 ნისლიანი ალბიონის დედაქალაქი
24 როგორ იხატება წვიმა
25 ინგლისური წიგნის გრაფიკა
26 ნახატებიანი წიგნი
27 დიდი ქალაქების ეზოები
28 ოცნების სახლის ფანჯარა
29 საახალწლო ნაძვის ხე
30 მცხეთა
31 საქართველოს ციხე-სიმაგრეები
32 ქართული ხელოვნება
33 ქართული ჩუქურთმა
34 ქართული მხატვრობა
35 შემაჯამებელი გაკვეთილი
36 მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში
37 პარიზი
38 წერტილებით ხატვა
39 სივრცე სიბრტყეზე
40 მაღალი მოდის დედაქალაქი
41 ახალი ხელოვნების დედაქალაქი
42 ქაირო
43 ეგვიპტური სუვენირი
44 ჯადოსნური ხალიჩა
45 ძველი ეგვიპტის ხელოვნება
46 პორტრეტი
47 ჩემი ახლობლის პორტრეტი
48 რომი
49 ნატურმორტი
50 რენესანსის მხატვრობა
51 ორიგინალური საჩუქარი
52 შემაჯამებელი გაკვეთილი
53 მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში
54 ცათამბჯენების ქალაქი
55 თანამედროვე ხელოვნება
56 აბსტრაქციონისტები
57 ზამთარი ნიუ იორკში
58 ბერლინი
59 ბერლინის კედელი
60 ექსპრესიონისტები
61 ზოოპარკი
62 ჩრდილოეთის დედაქალაქი
63 შავი ტუში
64 ფერადი ტუში
65 ქაღალდი
66 შემაჯამებელი გაკვეთილი
67 მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში
68

7 კლასი

# თემები თარიღი
1 უძველესი ადამიანის ნახატები
2 შუამდინარეთის ხელოვნება
3 პირამიდები
4 თუთმოსის სახელოსნო
5 ძველბერძნული არქიტექტურა
6 ბერძნული ქანდაკება და იდეალური ადამიანი
7 რომის ხელოვნება
8 რომაული ქალაქები
9 ნაგებობა და მისი ფუნქცია
10 ვხატავთ ცხოველებს
11 ბაბილონი
12 ეგვიპტური ანბანი
13 ეგვიპტური სათამაშო
14 სარკე
15 მოგზაურობა წარსულში
16 მოცეკვავე კაცუნები
17 ძველი ბერძნული მედალი
18 სკოლის ეზო
19 ძველი რომი
20 კოლოსეუმი
21 გააცოცხლე ეპოქა(ეგვიპტე)
22 გააცოცხლე ეპოქა(საბერძნეთი)
23 შემაჯამებელი გაკვეთილი
24 ჩინეთის და იაპონიის ხელოვნება
25 შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება
26 მშენებლები შუა საუკუნეებში
27 ციხე-სიმაგრეები და გალავნები
28 შემოდგომის ხე
29 ძეგლის სილუეტი
30 ასომთავრული დამწერლობა
31 ჩემი ციხე-სიმაგრე
32 შემაჯამებელი გაკვეთილი
33 რა არის რენესანსი
34 ცხენოსანი ქანდაკება
35 რენესანსის ეპოქის მოდა
36 ავტოპორტრეტი
37 სივრცის გადმოცემის ხელოვნება
38 ბაროკო
39 მნიშვნელოვანი დეტალები
40 მოქანდაკის შემოქმედება
41 მცირე პლასტიკა
42 მოხატული ქსოვილი
43 ფოტოავტოპორტრეტი
44 სივრცე ჩვენ ნამუშევარში
45 ფორმა და ჩრდილი
46 გააცოცხლე ეპოქა
47 შემაჯამებელი გაკვეთილი
48 ემოცია, შთაბეჭდილება, განწყობილება
49 როდენი
50 თანამედროვე არქიტექტურა
51 მინის არქიტექტურა
52 ანრი მატისი- დიდი ბავშვი
53 ფუტურიზმი – მომავლის ხელოვნება
54 პიკასო
55 დეორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება
56 აბსტრაქტული მხატვრობა
57 ძველი და ახალი ქალაქი
58 მუზეუმები
59 ქართველი მხატვრები
60 ხელოვნების ნიმუში-შთაგონების წყარო
61 ვხატავთ საკლასო ოთახს
62 დეკუპაჟი
63 გრაფიკული ნამუშევარი
64 მოხატული თეფში
65 აბსტრაქტული ნამუშევარი
66 რეკლამა
67 ლოგო – საფირმო ნიშანი
68 ჩარჩო
69 ჩანაფიქრი და მასალა
70 შემაჯამებელი გაკვეთილი

8 კლასი

# თემები თარიღი
1 რას ეხება ეს წიგნი
2 დაზგური ფერწერა
3 პეიზაჟის სახეობები
4 რას გვეუბნება პორტრეტი?
5 მენინები
6 მატურმორტი-მკვდარი ბუნება?
7 ყოფითი და ისტორიული ჟანრები
8 ხატწერის ხელოვნება
9 მონუმენტური მხატვრობა
10 სივრცის ასახვის ხელოვნება
11 როგორ შევუნარჩუნოთ ძეგლებს სიცოცხლე
12 პროფესია-მხატვარი
13 კინო და მხატვრობა
14 როგორ გადმოვცეთ განწყობილება?
15 ვხატავთ პეიზაჟს
16 სახასიათო პორტრეტი
17 როგორ დავხატოთ ნატურმორტი
18 როგორ შევქმნათ ძველი სურათი
19 ვიღებთ კინოფილმს
20 შემაჯამებელი გაკვეთილი
21 ქანდაკება:მასალა, ფუნქცია, გარემო
22 რელიეფის ხელოვნება
23 მრგვალი ქანდაკება
24 ქანდაკება და პორტრეტის ხელოვნება
25 თანამედროვე ქანდაკება
26 ბუნების კარნახით
27 მცირე პლასტიკის ხელოვნება
28 რას გვეუბნება პორტრეტი
29 ვქმნით თანამედროვე ქანდაკებას
30 შემაჯამებელი გაკვეთილი
31 ნახატის ხელოვნება
32 შავ-თეთრი გრაფიკა
33 ფერადი გრაფიკა.აკვარელი
34 ფერადი გრაფიკა. სხვადასხვა მასალა
35 ბეჭდური გრაფიკა
36 წიგნის ისტორიიდან
37 წიგნის ხელოვნება
38 პლაკატის ხელოვნება
39 გრაფიკული ნამუშევარი ფანქრით
40 ვხატავთ ტუშითა და ნახშირით
41 ვხატავთ წყალქვეშა სამყაროს
42 ფერადი გრაფიკული ნამუშევარი
43 ერთი ანაბეჭდის ხელოვნება
44 ანბანის სამყარო
45 ჩვენი წიგნი
46 პლაკატი აქტუალურ თემაზე
47 შემაჯამებელი გაკვეთილი
48 ორნამენტი-ნივთის სამკაული
49 კერამიკის ხელოვნება
50 ეპოქა და სამოსი
51 დიზაინი ჩვენს გარშემო
52 სამი გოთური კათედრალი
53 იტალიური პალაცო
54 ბაღის შექმნის ხელოვნება
55 ფუნქცია და ფორმა არქიტექტურაში
56 ჩვენი სკოლის ეზო
57 შემაჯამებელი გაკვეთილი

9 კლასი

# თემები თარიღი
1 რას ეხება ეს წიგნი
2 როგორ შეისწავლიან სიძველეებს
3 უძველესი საცხოვრებელი საქართველოში
4 წრიული ფორმის საცხოვრებელი
5 უძველესი ქალაქები
6 დიდი ყორღანების ეპოქა
7 მე რომ არქეოლოგი ვიყო
8 ორნამენტი
9 შემაჯამებელი გაკვეთილი
10 ძველი საბერძნეთის ხელოვნება
11 კულტურული ურთიერთობები
12 კოლხური საცხოვრებელი, სამარხი და სამლოცველო
13 ოქრომრავალი კოლხეთი
14 იბერრიის ხელოვნება
15 ძელი რომის ხელოვნება
16 სტიმფალის ტბის ფრინველები
17 უძველესი ქართული იარაღი
18 რაზე მოგვითხრობენ მონეტები
19 რომი და რომაელები
20 შემაჯამებელი გაკვეთილი
21 კატაკომბების ხელოვნება
22 ბიზანტიური არქიტექტურა
23 შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა
24 შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის არქიტექტურა
25 ხელოვნებათა სინთეზი
26 როგორ ამკობდნენ ქრისტიანულ ტაძარს
27 როგორ ასურათებდნენ სახარებას
28 ქართული სავანეები საზღვარგარეთ
29 აღმოსავლური ხელოვნება
30 შემაჯამებელი გაკვეთილი
31 აღორძინების ხანა
32 მაღალი რენესანსის ხელოვნება
33 უნივერსალური ადამიანი
34 ისტორიული ეპოქა და ნამუშევარი
35 ბაროკო
36 პლაკატი
37 შთაბეჭდილების ხელოვნება
38 კუბიზმი
39 ექსპრესიონიზმი
40 აბსტრაქციონიზმი
41 სიურეალიზმი
42 თანამედროვე ქანდაკება
43 ხალხური ხელოვნება
44 19 საუკუნის თბილისი
45 ქართველი მხატვრები პარიზში
46 თეატრის მხატვრობა
47 თანამედროვე ქართული ქანდაკება
48 ხელოვნება საბჭოთა პერიოდში
49 ოთხმოციანელები ქართულ ხელოვნებაში
50 შემაჯამებელი გაკვეთილი

ცოტა რამ ჩემს შესახებ…

DSCN0798დავიბადე 1984 წლის 19 აპრილს, სოფელ ტაბახმელაში. 2001 წელს დავამთავრე ამავე სოფლის საშუალო სკოლა და 2002 წელს კი ჩავირიცხე თბილისის სასულიერო აკადემიიისა და სემინარიის, საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობა-რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომლის 5 კურსიც დავამთავრე 2007 წელს.

2007 წლიდან ვმუშაობ შინდისის საჯარო სკოლაში, აწ უკვე თბილისის #212 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად.

2012 – 2013 წლებში გავხდი სერტიფიცირებული პედაგოგი, ჩავაბარე პროფესიული უნარების და საგნის გამოცდები წარმატებით. 

ამჟამად ჩართული ვარ მასწავლებელთა კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების სქემაში.

ჩემი ინტერესების სფეროები ასე გამოიყურება :) 

ხატვა

თიხაზე მუშაობა

ხელნაკეთობა იგივე handmade, рукоделие

მუსიკა

ფოტოგრაფია და ა.შ

მყავს მეუღლე და ერთი შვილი

იდუმალება

ჰოლანდიურ მხატვრობასავით რბილი და დაბურულ-განათებიანი დღე იყო დღეს, ფანჯრებიდან სინათლე ნაკლებად შემოდიოდა, მალე ჩამობნელდა თითქოს და ცა დაბლა ჩამოიწია. ვერმეერი გაამხსენდა…

vermeer9

ის საოცარი მხატვარია, ძალიან მიზიდავს მისი თავშეკავებული კოლორიტი, განათება, რომელიც კი შემოდის ერთი მიმართულებით, მაგრამ ძალიან რბილად ეფინება ინტერიერს და ნაწილობრივ ჩაბნელებულ გარემოს ვუყურებთ. ის მამშვიდებს კიდეც და მაღელვებს. ჩემთვის ამოუცნობია. ამოუცნობია როგორც მრავალთათვის დავინჩის ჯოკონდაა ამოუცნობი….

ჰოლანდიური მხატვრობა კიდევ ბევრი ნიშნით არის ჩემთვის საინტერესო. მაგალითისთვის კი მოვიყვან ყოფით ჟანრს…

vermeer18

საოცარია, ასე პოეტურად და ასე განსაკუთრებულად გადმოსცე ფერწერაში ადამიანის ყოველდღური მომაბეზრებელი ერთფეროვანი საქმიანობა, ასე შეგაყვაროს ადამიანი, ასე დაგაახლოვოს მათთან და გაგრძნობინოს თავი მათი ოჯახის წევრად. მხიბლავს ყოფითი სცენები თავისი ატრიბუტიკით, თავისი დამახასიათებელი ანტურაჟით.

როცა ვუყურებ ჰოლანდიურ ფერწერას, სულაც არ მიჩნდება იმის შთაბეჭდილება რომ ჩემს წინ ჩრილოეთის ცივი და მუდამჟამ ნისლიანი და წვიმიანი, უღიმღამო ქვეყნის პეიზაჟებსა თუ სხვა ჟანრის ნაწარმოებებს ვუყურებ, პირიქით, ისიმი მე მავსებენ სითბოთი და იდუმალებით, მე მათში სიცივეს ვერ ვხედავ, ეს კი არვიცი რით აიხსნება. ალბათ ისევ კოლორიტით და განათებით?  ალბათ..

მოკლედ, გარეთ წვიმს და ჰოლანდიური პეიზაჟების მსგავსი ამინდია, სახლში კი ვერმეერისეული განათება იღვრება და შენც ფიქრობ რაიმე ყოფით, სახლში გასაკეთებელ უბრალო ყოველდღიურ საქმეზე, როგორიც ამინდსა და განათებას შეეფერება.

მე მიყვარს ჰოლანდია და წვიმა.

0326174823Canal-Homes-of-Amsterdam

ფიროსმანი და ვაჟა ფშაველა

… ძმებო, ავაშენოთ, დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე…Изображение ფიროსმანის ეს სიტყვები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე,განსაკუთრებით კი მისი გაგრძელება – მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ… მთელი მისი ცხოვრება წინააღმდეგობებით იყო სავსე, ყველას უნდოდა მას გვერდით დადგომოდა,მაგრამ არავის გამოსდიოდა ეს თითქოს, ან არ ქონდათ ამის ისეთი ძლიერი სურვილი რომ ეს განეხორციელებინათ.. ყოველთვის,როცა კირილე ზდანევიჩი მას გამოფენის შესახებ ესაუბრებოდა, ან იმის შესახებ თუ როგორ უნდოდა მას ფიროსმანზე გაზეთში წერილი გამოექვეყნებინა ნიკალა მორიდებულობით მუდამ თავის ცუდ ჩაცმულობაზე სწუხდა, იმაზე, რომ არ იყო შესაბამის ფორმაში საიმისოდ…

საინტერესოა როგორ მოხდა ამ ორი ბუმბერაზი ადამიანის ნიკო ფიროსმანიშვილისა და ვაჟა ფშაველას შეხვედრა. ამის შესახებ გვიყვება ვასო ჩაჩანიძე – მოგონებებში ფიროსმანის შესახებ. ვასო მაშინ ქუდების სამკერვალო სახელოსნოში მოწაფეობდა, იქ ყოფნის პერიოდში, როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდა სახელოსნოს წინ ტროტუართან მჯდომი ვასო ხალხის მიმოსვლას და ვაჭრობას ადევნებდა თვალყურს, სწორედ აქ გაიცნო მან ცნობილი “მხატვარი ნიკალა”, როგორც მაშინ ეძახდნენ და იცნობდნენ ფიროსმანს. ნიკალა ამხანაგობდა მათი სახელოსნო ოთახის გვერდით მცხოვრებ მხატვარ-მღებავ მიხაკასთან.როდესაც სამუშაო არა ჰქონდა მიხაკასთან ერთად მუშაობდა სამღებრო საქმეებზე, ამის გამო ფიროსმანი იქ ხშირად მიდიოდა…სწორედ ვასო ჩაჩანიძე გახდა მოწმე ამ ორი უბადლო ხელოვანის შეხვედრისა და შემოგვინახა კიდეც ხსოვნა ამის შესახებ. ვაჟა თბილისში ჩამოსვლისას ხშირად მიდიოდა რიყეში,აქ ის თავის მეგობარსა და პატივისმცემელს ივანე აბაევს მიაკითხავდა ხოლმე, რომელსაც რიყეში გახსნილი ჰქონდა ღამის გასათევი ოთახები. ივანე აბაევი დიდ პატივს სცემდა ვაჟას, მას ძმადნაფიცს ეძახდა, აბაევი იმავე სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო ამ სახლის პირველ სართულზე იყო ის სამკერვალო სახელოსნო სადაც ვასო ჩაჩანიძე შეგირდობდა.Изображение

1914 წლის ზაფხული იყო, ერთ დღეს მივიდა აბაევი სახელოსნოში და ვასო და მამამისი თავისთან მიიპატიჟა ვაჟა ფშაველას გასაცნობად.მალე პურ-მარილიც გამიართა. იმხანად აბაევს დაქირავებული ყავდა მუშები,რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ. ესენი იყვნენ მღებავი მიხაკა და ნიკალა.მათ სამუშაო დაესრულებინათ და ხელფასისთვის მომაკითხეს აბაევს. საღებავებიანი ვედროები და ფუნჯები ორივეს ხელში ეჭირათ და კარებში იდგნენ. ” მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა “,- უთხრა ივანემ და ოთახში მიიწვია. ” კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღებლივ და მუყაითიანად მუშაობდნენ ორივენი”, – თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკოს მიუბრუნდა: ” სად ისწავლეთ ხელობა. სადაურები ხართ”? – ჰკითხა ვაჟამ ორივეს. ” მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია”, – უპასუხა ნიკომ. ” შენც თბილისელი არა ხარ? – წამოიწყო მიხაკომ. – თუმცა ატაჟიანი სახლები არცერთს არა გვაქვს, მაგრამ მაინც თბილისელები ვართ ორივენი. ამან მარტო მალარობა კი არ იცის, – განაგრძო მიხაკამ, – ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ცოცხალი ეგონება… ამის შემდეგ ვითარდება უკვე ნიკო ფიროსმანისა და ვაჟას დიალოგი, ვაჟა აღფრთოვანებას არ მალავს ნიკოს ხელოვნების მიმართ, მას შემდეგ, რაც მიხაკამ მას ნიკოს დახატული ფუნიკულიორი უჩვენა. – შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი გქონია და ოქროს ხელიი, რაღა მალარობას მისდევ?- კითხა ვაჟამ – ეჰ, ჩემო ძმაო, გატყობთ, ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია.რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი, – უთხრა ფიროსმანმა ვაჟა ფშაველას, რაზეც ვაჟამ მიუგო  – რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმულიო , და ჩაიცინა…აქ აბაევი ჩაერია ლაპარაკში და ვაჟას თავი წარუდგინა მხატვრებს, ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას,სახე გაუბრწყინდა, წამოხტა ფეხზე და მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა… – მე წავიკითხე შენი ” შვლის ნუკრის ნაამბობი”.ცრემლებს ვერ ვიკავებდი, – დაიწყო ნიკომ. – ძლიერ მომეწონა და განვიზრახე, დამეხატა კიდეც.და, აი, შარშან მომეცა აის შემთხვევა, მიხუას დუქანში. მიხომ მთხოვა, კარგი რამე ადმეხატა მის დუქანში, ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე. მე გამიხარდა და დავიწყე ხატვა. მიხას მოწონდა დახატული ტყე,მთები, პატარა წყარო და მაქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ როდესაც წითლად შევაფერადე შვლის გამოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატი დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოხელებით. – რად წაგაშლევინა? – ჰკითხა ვაჟამ ფიროსმანს. – მიხუამ მითხრა: ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის, მას დროსტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგესო , ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა, – მიუგო ნიკალამ  ვაჟას – ეჰ, ცხოვრებავ, რა ხარ, რა, – ამოიგმინა ვაჟამ წასვლის წინ ნიკალამ სთხოვა მიხაკას მის მიერ დახატული ფუნიკულიორის სურათი და სახსოვრად უძღვნა ვაჟას. ვაჟამ მადლობა გადაუხადა… ასე დასრულდა მათი შეხვედრა, ცოტა გულისტკივილით,მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარულით,რომელიც ამ ადამიანებმა ერთმანეთის გაცნობით განიცადეს…თუმცა ასეთი შეხვედრები ნიკალას ცხოვრებაში ბევრი ყოფილა თავისი მოხეტიალე ცხოვრების და ინდივიდუალური ხატვის მანერის წყალობით, რომელიც ყველას აოცებდა და იზიდავდა, თუმცა ის მაინც უგზო-უკვლოდ მოხეიალე მხატვრად წავიდა ამ ცხოვრებიდან და თავისი საფლავის ხილვის ღირსნიც არ გაგვხადა და ამაშიც მოკლებულნი დავრჩით მის სიახლოვეს.თუმცა ასეთი იყო ალბათ მისი ბედი, იდუმალი და ამოუცნობი…

უწმიდესი და უნეტარესი

წელს 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დაბადებიდან 80 წელი და აღსაყდრებიდან 35 წელი შეუსრულდა… გუშინ 11 იანვარს  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გამიართა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ანსამლები: ბასიანი, მართვე, სამების ვაჟთა გუნდი, ანსამბლი ერისიონი, სუხიშვილები, მომღერლები მარიამ როინიშვილი,ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, და ა.შ… კონცერტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან  შესრულდა უწმინდესის და უნეტარესის დაწერილი საგალობლები : კირიელეისონ, ალილუია,                 სანქტუს და ა.შ… 

ვუსურვებ უწმიდესს და უნეტარესს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობასImageImageImage

ხელოვნება ….

რა არის ხელოვნება? ძნელი სათქმელია, ხელოვნება ხომ ყველაფერშია და ყველგან ,ისევე,როგორც ღმერთი… და ისევე როგორც ყველაფერს დედამიწაზე ხელოვნებასაც ხომ მან დაუდო სათავე…რისგან შექმნა ღმერთმა პირველი ადამიანი? თიხისგან გამოძერწა…გამოძერწა…დიახ,განა ეს არ არის პირველი ხელოვნება? და აქედან არ იღებს სათავეს როგორც სამყაროს ასევე ხელოვნების ისტორია?

მას შემდეგ გავიდა დრო და ადამიანმა თვითონ დაიწყო შემოქმედის მსგავსად ქმნადობა,მას ხომ უფლისგან ერგო წილად ეს უდიდესი რამ, თვითონ ქმნილი არსება ქმნის და ასე გრძელდება საუკუნეების მაძილზე დღემდე.

თავად ტერმინი ხელოვნება სიტყვა ხელიდან იღებს სათავეს და ადამიანის ხელით შექმნილს ნიშნავს…მაგრამ განა ადამიანის ხელით შექმნილი ყოველი ნივთი ხელოვნების ნიმუშია? რათქმაუნდა არა,მაგრამ ყველაფერი მაინც ფასეულია,ის რაც ადამიანის მიერ სამყაროს ,უფლის და საკუთარი თავის შეცნობას ემსახურება,საკუთარი ცხოვრების არსის გახსნაში ეხმარება  და უკვალავს გზას კეთილშობილი ცხოვრებისაკენ იმიტომ, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანს რაიმეს ცუდს და უვარგისს აზიარებდეს…ხელოვნება ხომ თვითონ მშვენიერებაა და გვასწავლის სამყაროს მშვენიერების შესახებ.Image